ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“ხომ უნდა შეძლო, ხომ უნდა მოახერხო, მსოფლიოში აღიარებულ პირველ ტერორისტზე – პუტინზე უფრო ბოროტი იყო… ხომ უნდა შეძლო მსოფლიოსთვის ყველაზე ბოროტი კაცი ბოროტებით დაჩრდილო. ხომ უნდა მოახერხო, პუტინი უფრო ლიბერალი, შემწყნარებელი და თანამემამულის მიმართ შედარებით ტოლერანტული აღმოჩნდეს, ვიდრე შენ ხარ ბიძინა ივანიშვილო… ათასობით ათასი გვამია პუტინის კისერზე, მაგრამ ნავალნი აღარ დაიმატა, მკურნალობის საშუალება მისცა… ოლიგარქი კი ნელი სიკვდილით, წამებით ცდილობს მიშას განადგურებას. პროკურორები და მოსამართლეები დავარდნილი კაცის გასამართლებას იმდენად ჩქარობდნენ, რომ პალატაში საველე დარბაზიც მოაწყვეს…
ექიმი, მოსამართლე, პროკურორი – ეს ყველაფერი ცივილიზებულ სამყაროში პროფესიების მქონე სახელებია, ჩვენთან კი ერთ კრებსით სახელში მოიაზრებიან – ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის მონები!
ნუთუ არავინ გყავთ თავისუფალი, თავმოყვარე, ღირსეული ოჯახებში?! ნუთუ მონობის კომპენსაცია არსებობს, რომელიც ამ ყველაფრად ღირს?!”
CNN-მა კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის კადრები გაავრცელა (ვიდეო)
კომენტარები