პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ერთი სერიოზული ბერკეტი- საგამოძიებო კომისია. ძლივს დაადგა საშველი ამ ბერკეტის ამუშავებას. მიდის მსჯელობა-განხილვა რამდენიმე დღეა. ამ დროს, ორი ნაციონალი აღმოჩნდება მივლინებაში უეცრად. პროცესი ჩერდება. რამდენიმე დღეა დროს ხარჯავს ქვეყანა. ხომ უნდა ვთქვათ რა ხდება? როდის გადაწყდა ეს? რატომ არ ითქვა და სად ითქვა ეს მანამდე? არც ბიძინას ბოსტანი არაა ეს ქვეყანა და არც არავის სხვისი. ზიანდება საქმე და ვინ აზიანებს და რატომ, ვინ ვის თამაშს თამაშობს, სიმართლე უნდა გაირკვეს.
კომენტარები