უზენაეს სასამართლოში დღეიდან ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება.
გუგა ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი დადუნაშვილის ეპიზოდს ასაჩივრებენ და ამისთვის შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ. სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
კომენტარები