204
ცნობილი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ანტვერპენის ხელოვნების აკადემიის წარმომადგენლების, დემნას სწავლის პერიოდის მოგონებებს ვკითხულობთ:
“ელენა ლუმელსკი, ანტვერპენის ხელოვნების აკადემია:
“დემნა ანტვერპენიდან მახსოვს. ხშირად შავი და მეორეული ტანსაცმელი ეცვა.”

ვოლტერ ვან ბეირენდონქი, ანტვერპენის ხელოვნების აკადემია: “ანტვერპენის მაისური, რომელიც ვეტმანის კოლექციაში ჰქონდა. იდენტური მაისურით დადიოდა ჩვენს აკადემიაში, როცა აქ სწავლობდა.”

არიანა ბირჩლერი, ანტვერპენის ხელოვნების აკადემია: “საღამოობით ვიკრიბებოდით და ერთად ვსადილობდით. სასაცილოა, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ გვასწავლიდა ხინკლის მოხვევას და სხვა ქართულ რეცეპტებს.”
კომენტარები