სააგენტო “ბათუმელების” ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოთაში სკოლა დაიწვა.
ერთსართულიან, ხის შენობას ცეცხლი დღეს, 15 თებერვალს, საღამოს გაუჩნდა, სკოლის შენობა უკვე დაიწვა, თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, სოფელში სახანძრო ჯერ ადგილზე არ მისულა.
„დღეს საღამოს სკოლის ჭერში შენიშნეს ცეცხლი, სადაც კაბელი გადიოდა. სამი საცხოვრებელი სახლია ახლოს, ერთს თითქმის გაეკიდა, მოსახლეობამ გადაარჩინა“ – თქვა მერის წარმომადგენელმა ხიხაძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ ხალვაშმა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მეზობლად მდებარე სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კალოთას სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს.
________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
კომენტარები