ტვ პირველის ცნობით, “რუსული კანონის” ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს სიძე, საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით გაიქცა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, არალეგალური გზით ამერიკაში შეღწევის გეგმის სისრულეში მოყვანა მირიან ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყაროს თქმით, თინათინ ხუნდაძის ქმარი შუამავალთან მოლაპარაკებებს 2022 წლის ბოლოდან აწარმოებდა.
დიმიტრი ხუნდაძის სიძე “ქართული ოცნების” მთავრობის მაღალჩინოსანი იყო. ის ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. თანამშომლები ყვებიან, რომ მარტის დასაწყისში მირიან ოქროპირძე შვებულებაში გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა.
არსებული ინფორმაციით, შტატებში ოფიციალურად წასვლისთვის საჭირო ვიზა, მაღალჩინოსანს არ მისცეს, ამიტომ მირიან ოქროპირიძემ ე.წ. გადამყვანს მიმართა.
რის საფუძველზე მიმართავს თავშესაფრის თხოვნით ამერიკას, დეპუტატის სიძე და ყოფილი მაღალჩინოსანი, უცნობია.
წყარო -ტვ პირველი
კომენტარები