“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
“კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო…”
შეგახსენებთ, საქართვერლოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. შსს-მ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, ირაკლი ხახუბიას ვაჟი 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს დაიღუპა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.
ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები