GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე პასუხობს კითხვას, როდის აღდგება წყლის მოწოდება:
“დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული. სამუშაოები ხვალიდან უკვე დაიწყება. ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებულმა მონაკვეთმა, ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვადინეთ, ხვალიდან უკვე მომხმარებლებთან მიმართებაში ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიან წყლის მიწოდებას დღის განმავლობაში. ამის პარალელურად, ჩვენს კონტრაქტორებთან 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ“
კომენტარები