თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი განცხადებას ავრცელებს:
“მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!! ხვალ, დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ. გაავრცელეთ პოსტი მაქსიმალურად.
მთელ საქართველოს მივმართავ – დადგა ის მომენტი როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ – ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული. თუ ეს ჩართულობა არ ენდომებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მალავენ რაღაცას”
კომენტარები