ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:
“ხვალ აჭარაში ქაშატობაა. არ შეიძლება მიწაზე მუშაობა. ხვნა, თესვა, რგვა. მიწის ნაკვეთიდან ხის ან ტოტის აღება და გამოტანაც არ შეიძლება.
ითვლება რომ აკრძალვის და ტაბუს დამრღვევს სტიქია დაატყდება თავს, მოსავალს გაუნადგურებს, მავნებლები შეესევიან ნაკვეთს.
ქაშატობა ორჯერ, გაზაფხულის და ზაფხულის პირველ შაბათს აღინიშნება და ეს ტრადიცია დღემდე საკმაოდ კარგადაა შემონახული.”
კომენტარები