რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხვალ, 20 იანვარს, 11 საათზე იუსტიციის სახლთან აქციაა.
ვისაც გიყვართ ბათუმი და ზღვა,
ბათუმი დახმარებას გვთხოვს.
ბათუმში, რივიერეაზე, ზღვის პირას, ერთ პატარა მიწის ნაგლეჯზე, ვიღაც ფულის ტომარას 5 ცათამბჯენის აგება უნდა. უნდა ბეტონი, კანალიზაცია, ნაგავი.
იქეთ, ხელისუფლება და დიდი ფულია.
აქეთ კიდევ მხოლოდ ზღვაა მარტო და ათიოდე ნაღდი ბათუმელი. ნუ მივატოვებთ. ხვალ ბათუმი თბილისში ჩამოდის, დახმარების თხოვნით. დავუდგეთ გვერდით.
20 იანვარი. 11 საათი. აქცია თბილისში ,იუსტიციის სახლთან.
“თბილისი იცავს ბათუმის რივიერას”
გელოდებით”
კომენტარები