სანდრო კაკულიამ “მთავარი არხი“ დატოვა. მწერალი და მსახიობი არხზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და სხვადასხვა გადაცემები მიყავდა. მათ შორის იყო “იზოლაციაში“, “ილოს ეკას და სანდროს მთელი კვირის ამბები…“
კაკულია წერს, რომ ხვალიდან, ეკრანზე ვეღარ ნახავენ ის ადამიანები, ვისაც უყვარდა და მოსწონდა მისი დანახვა…
აი რას წერს სანდრო კაკულია:
“Left Job From-ს “მთავარი არხი”-ს ვერ დავწერ. არასდროს მეწერა და შესაბამისად, ვერც ვასტატუსებ, თორე ამით დავამთავრებდი. ამიტომ იქამდე, ვიდრე ხვალ ეკრანზე ვეღარ მნახავთ, ვისაც გიყვარდათ ჩემი დანახვა/ მოსმენა, იცოდეთ, რომ “მთავარი არხიდან“ წამოვედი.
საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებით ორი რამ მიხარია:
1. შევხვდი ბევრ საინტერესო სტუმარს და ვუსმინე კარგ live მუსიკას
2. წამოვედი იქიდან სადაც, თითქოს მუდმივ unconditional Loop- ში ვიყავი გაჭედილი და ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში მისვლა უბრალოდ აღარ მინდოდა. მე ხომ ეგეთი “მსახიობიც” ვერ ვარ.
და ბოლოს, როგორც ჩვენს ბავშვობაში ამბობდნენ: “გარგო თუ განანაო?“ – ჩემი პასუხი, ორი წლის წინანდელ გადაწყვეტილებაზე არის: მ ა ნ ა ნ ა – რომელსაც მთელი ბავშვობა ვთვლიდიმ რომ რატომღაც სიტყვა “დეიდა“ უხდებოდა ბოლოში…
კომენტარები