ექიმი, ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი, რომელიც ბოლო 10 დღე უკრაინაში იმყოფებოდა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დილის 4 საათზე ჩამოვფრინდით, როცა თვითმფრინავიდან ავტობუსით აეროპორტის შენობისკენ მივდიოდით გამომელაპარაკა ახლაგაზრდა გოგო
-თქვენ უკრაინელი ხართ?
-მე? არა
-გულსაბნევი რომ გიკეთიათ, მეგონა უკრაინელი იყავით,
-მე არა, მაგრამ უკრაინაში ვიყავი, თქვენ საიდან ხართ?
-მე ხარკოვიდან
-უი, რანაირად , მარტო მოდიხართ?
– ჰო, მოხუცი მამა გადმოყავთ რუსეთიდან, იქით მოხვდა დონეცკიდან და ლარსზე უნდა დავხვდე რომ უკან წავიყვანო, ბავშვები და დედა დავტოვე რუმინეთის საზღვართან.
-სად უნდა წახვიდეთ ახლა?
-არ ვიცი, ვაგზალზე გავათებენ და მერე წავალ ზემო ლარსზე?
-საქართველოში ხართ ნამყოფი?
-არა, პირველად ვარ
-წამოდით ჩვენთან, დაგეხმარებით ყველაფერში
-მართლა?
-რა თქმა უნდა
ჰო და მოვიყვანეთ ანია სახლში, ცოტა შოკში იყო ამის გამო.
დილის 6 ზე გლოვოთო გამოვიძახე ქართული საჭმელი, ხაჭაპური,მწვადი,ფხალი,შქმერული. ვჭამეთ, ვისაუბრეთ.
ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს როგოც თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო. ჯერ ლუგანსკიდან იყო იძულებით გადაადგილებული ხარკოვში, ერატი წელია ბინა უყიდიათ, ნელნელა არემონტებდნენ თურმე, მერე იქიდანაც მოუწითა ნელ-ნელა დასავლეთით წასვლა, ხან ბაღში ათენებდნენ, ხან სპორტულ დარბაზში.
ბოლოს დაეხმარა გოგო, რომელთანაც ერთად პოლონეთში მუშაობდა წლების წინ, არ ვმეგობრობდოთ უბრალოდ ნაცნობები ვიყავითო და მის მშობლებმთან გამიშვა ჩერნოვციშიო, რუმინეთის საზღვართან.
ახლა ჩემთანაა, ხვალ წავიყვან ლარსში და გამოვისხნით მამამისს რუსეთიდან. აქ ვერ დარჩება, რადგან ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში, ასე ამბობს. ჯერჯერობით ზოგადად არ იცის რას იზამს, ბავშვებთან უნდა დაბრუნდეს რომ ოჯახი ერთად იყოს.
აეროპორტის გზაზე, ქალაქშიც ამდენი უკრაინის დროშა რომ
ნახა სარეკლამო ბანერებზე, აფთიაქებში შოკში ჩავარდა, არ მეგონა ასე თუ გვიჭერდოთ მხარსო. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოვუყევით, რომ
ყველაზე ახლო ქვეყანაა ჩვენთვის, ერთი ბედი გვაქვს და მხარს ვუჭერთ მაქსიმალურად.
11 წლის და 4 წლის შვილი ყავს
რაც შემიძლია ყველანაირად დავეხმარები, ახლაც და მერეც.”
კომენტარები