მოძრაობა “სოცაფეთქება” დაწესებული კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მორიგ აქციას აანონსებს, რომელიც გაჩერებული მთის კურორტების ამუშავებას ისახავს მიზნად.
სოციალურ ქსელში უკვე დაიდო ანონსი – ხვალ, 14 საათზე ახალ გუდაურში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და მთის კურორტების გახსნას მოითხოვენ:
“სიკვდილის ქრონიკა, გაუბედურებული მთის კურორტები !!!
განწირული მოსახლეობა!
მეორე სეზონი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები!
უპერსპექტივობა და მომავალ წელსაც არ გახსნის დიდი ალბათობა!
გაკოტრება, ქონების დაკარგვა, სიღატაკე!
მთის კურორტები არის გადასარჩენი!
ეს ყველას გვეხება!
ხვალ მთა იწყებს ხმის ამოღებას!
14:00 ახალ გუდაურში ვიკრიბებით!!!”
კომენტარები