ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია “მთავარი არხისთვის” “მედიის თავისუფლების ფონდის” დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ – 36%
- “კოალიცია ცვლილებისთვის” – 18%
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 14%
- “გახარია – საქართველოსთვის” – 10%
- “ძლიერი საქართველო” – 8%
- „გირჩი“ – 3%
- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3%
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- სხვა – 6%
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1561 ადამიანი.
კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით.
იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 22%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 78% (1561 ადამიანი).
საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე შუალედში.
ცდომილების ფარგლები – 2,48%.
ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, არ დაფიქსირებულა.
კომენტარები