საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა თუ რატომ არ აცხადებს სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობას.
„ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ რამეს, ქვეყნებმა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, ამასთანავე გამოაცხადეს რას ნიშნავს ეს, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით ჩვენ რა ღონისძიებები გავატარეთ, ჩვენ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ რამდენიმე კვირაა ვატარებთ იმავე ღონისძიებებს. ჩვენ მივყვებით გამოწვევების და ყოველდღიურად ვამკაცრებთ შეზღუდვებს, რომლების გამკაცრებაც კიდევ მოგვიწევს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, შეიძლება აუცილებლობა დადგეს ხვალ. იმის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოში განხორციელებული ღონისძიებები ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს.”
კომენტარები