მწერალი, ალეკო შუღლაძე:
შავი ქოლგა გამიტყდა და სახლიდან შინდისფერით გავედი. რამე ვარდისფერით და პეპლებიანით კი არა, არამედ, მუქი შინდისფერით, საქართველოს პასპორტის ფერით. ყოფილ ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ვიღაცამ ხელი არ ამიქნია და არ მომაძახა: “ეგ არ დაგივარდეს!”შემეძლო მეთქვა, ახლა ყვერებს შორის რომ გხევ, მერე ნახე, დავარდნა და ვეღარ ადგომა, სირცხვილი და თავის მოჭრა-მეთქი. ამ უხეშობას, მზერით განადგურება ვარჩიე და ქვემოთ ფოტოზე ჩანს, როგორც შევხედე.
– მოდი აქ! – მზერას ბრძანებაც მივაყოლე.დაიბნა ტიპი. როგორც ჩანს, თეორია ჩემი პედარასტობის შესახებ მომენტალურად აუორთქლდა და იმედგაცრუებული დარჩა. მოვიდა. ვაიმე, მეთქი რა ვქნა? ჯიბეში ხელი ჩავიყავი და მობილური ამოვიღე.– ფოტო გადამიღე! – ასეთი იყო ჩემი შემდეგი ბრძანება.– ვინა ხარ, მსახიობი ხარ? -მკითხა დაბნეულმა.– არა, – ვუპასუხე მე – გამნათებელი.აქეთ-იქით დაიწყო ყურება. ვერ მიხვდა, რა”გამნათებელი” ვიყავი, რას ვანათებდი… შეიძლება ანგელოზი ვეგონე…– მიდი, რას ელოდები! ბევრი გადაიღე, ერთს ავარჩევ.
ფოტოები გადამიღო. გახალისდა. ამჯერად გადავრჩი, მაგრამ ხვალ შეიძლება ვერ გადავრჩე, თუ შავ ქოლგას არ ვიყიდი.
კომენტარები