რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე შეხვდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან “ვივა მედის” ნევროლოგის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ აბაშიძესაც აქვს რეკომენდაცია, ჩატარდეს შესაბამისი კვლევა.
გიორგი მშვენიერაძე:
“მის თავის ტვინში არსებობს ნევროლოგიური დაზიანებები, რომლის გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია ხვალ-ზეგ დადგეს ძალიან რეალური რისკი, რამაც შესაძლებელია ძალიან მძიმე გამოსავალიც მოიტანოს, როგორც ექიმები ამბობენ, ამ მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს შემცირებული აუცილებელია მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს როგორც კვლევას, ასევე გულისხმობს მის პირად კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციის შესაძლებლობას, რის საშუალებასაც, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტის გარეშე სასჯელაღსრულების სისტემა დღემდე არ აძლევს მას”
მიხეილ სააკაშვილს დღეს ლევან ხაბეიშვილიც მოინახულებს.
კომენტარები