გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ქვეყენაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების შესაჩერებლად, ქვეყნის უმეტეს ნაწილში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შპანის განცხადებით, ლოქდაუნი ითვალისწინებს კომენდატის საათის დაწესებას საღამოს 5 საათიდან დილის 10 საათამდე, ასევე შეიზღუდება კერძო თავყრილობები და დახურული იქნება მეორადი საჭიროების მაღაზიები. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, სწავლა გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული აკრძალვები შეეხება გერმანიის ყველა იმ მუნიციპალიტეტს, სადაც 100,000 მოსახლეზე კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდება ერთ კვირაში.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ძალებს იკრებს და აცხადებს, რომ ოთხი მოქალაქიდან ერთს მაინც ექნება მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაისის დასაწყისისთვის.
22 აპრილის მონაცმებით, გერმანიაში 18.5 მილიონმა პირმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აქედან 22%-მა კორონავირუსის ერთი დოზა მიიღო, ხოლო 7%-მა ვაქცინის 2 დოზა.
წყარო – bm.ge
კომენტარები