ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“საოცარი რამე ხდება. დავუშვათ და BBC მართალია ყველაფერში. ხვდებით, რომ ხელისუფლებას დედა არ ჰყავს? კეზერაშვილი საქართველოში არ ყოფილა 2012 წლის შემდეგ. ისიც დადასტურებული ფაქტია, რომ მან თავისი ბიზნესები “გადააფორმა”. ისიც ფაქტია, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და ამ ფონზე კეზერაშვილი აკეთებს დანაშაულებრივ სინდიკატს საქართველოში და ძარცვავს ევროპელებს არა? ცხადია, რომ ფულს სჭირდება გათეთრება. რით და როგორ შემოდიოდა (დღესაც შემოდის) საქართველოში ფული? ბანკით? შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ იმ ოდენობის რაც მაგათ დღეში აქვთ ბრუნვა – შანსი არ არის. ანუ ქეში შემოაქვთ ჩანთებით და ტომრებით. ეს როგორ ხდება საზღვარზე კორუფციის გარეშე? ანუ თვალს ხუჭავს საგადასახადო (საბაჟო) და სასაზღვრო პოლიცია და არც საბანკო სისტემაა მთლად უმწიკვლო. გამოდის რომ მინიმუმ ორი უწყება (შსს და ფინანსთა სამინისტრო) წლების განმავლობაში ჩართული იყო ამ სქემაში. ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მინისტრები დამოუკიდებლად ვერ ითამაშებენ და მათ იციან რომ ინიციატივა დასჯადია. უფრო მეტი – ამას ფულის მოტეხვა ჰქვია და ცხადია, ამას პერსონალურად არავინ არავის აპატიებს, თუ გამართული სახელმწიფო სისტემა არ მუშაობს. ფაქტია ისიც, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომლის ინფორმირების გარეშე მილიონიან კომბინაციებს ქვეყანაში ვერავინ განახორციელებს და თან არა ერთჯერადად, არამედ წლების განმავლობაში.
ანუ რა გამოდის? ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა კეზერაშვილი, რომელსაც სიტუაცია დალაგებული ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან? ეს ცალკე საკითხად. ახლა მეორე საკითხი – ქოლ-ცენტრები ქვეყანაში ახლაც მუშაობს – და დღეს ვინ “კრიშავს” ან ვინ ამუშავებს? მე გითხრათ და მერე თქვენ წახვალთ ზოგიერთები და ფულს აახევთ არა?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მხოლოდ იდიოტი დაიჯერებს, რომ ქოლ ცენტრები მხოლოდ “უფროსების” კეთილი ნებითა და ავანტიურიზმის წყალობით მუშაობენ. ცხადია, რომ ამ საკითხში ძალიან მაღალია კორუფციული შემადგენელი. ღია წყაროები და მას მოყოლილი დღევანდელი სახელისუფლებო ყიჟინა ამ თემაზე რეალურად მტკიცებულებების შეგროვებაა დასავლეთისთვის.
მერე ნუ გაიკვირვებთ ბატონებო მორიგი სანქცირებული პირების გვარებს, მით უფრო პარლამენტარმა ზარქუამ მოითხოვა…. რა გაგიჩალიჩეს ნეტავ იცოდეთ.”
კომენტარები