დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა:
“რისკები ძალიან მაღალია, ამიტომ გეუბნებით ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ დავიცვათ რეკომენდაციები მკაცრადა. მაინც და მაინც ქაღალდზე უნდა იყოს დაწერილი და ბეჭედ დარტყმული? გთხოვთ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ პირბადე, გარე სივრცეში სადაც 5-ზე მეტი ადამიანი ვიკრიბებით გვქონდეს პირბადე. კი ბატონო ნუ გექნებათ პირბადე როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, ნუ გექნებათ აქ პირბადე, მაგრამ თუ ხუთი ან შვიდი ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ გაიკეთეთ პირბადე, ამაზე კარგი დამცველი საშუალება არ არის.”
კომენტარები