ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“კი, რუსული გალობა ქართულ ეკლესიაში და მით უფრო ტაძართა ტაძარში, სვეტიცხოველში, “პრობლემაა”, სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა, სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა გახლეჩილი აქვს რუსეთს და სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მართლმადიდებლურ ტაძრებში ქართული გალობა არ ისმის. აი, რომ აღარ იქნება ასე, მერე ყველა ენაზე ერთად ვიგალობოთ ქრისტიანებმა. ხო, ისა კიდევ, მაგ დროს რუსეთში ჩინურ-ბუდისტური მანტრებიღა გაისმება მხოლოდ და მით უფრო მადლი იქნება, ვუგალობოთ სლავური საგალობლები, გავახსენოთ კეთილად”
კომენტარები