ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი ძმა, გია ჯაფარიძე ავრცელებს და წერს, რომ ის დუბინკებითაა ნაცემი, ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ამის შესახებ ინფორმირებულია არასამთავრობო ორგანიზაციები და საელჩოები:
“ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას.
კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ “დუბინკებით” ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში.
ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო”
კომენტარები