“დედაენის ბარის” დამფუძნებელი დათა ლაფაური:
კიბერშეტევა დღეს ისევ განახლდა დედაენის ბარზე. არა ისეთი ტემპებით როგორც გუშინ მიდიოდა, მაგრამ მიმდინარეობს დღესაც. ჩვენ ისევ ვცდილობთ გარკვევას პროფესიონალებთან ზუსტად რა იქნება ჩვენი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან რომ განხორციელდეს და ასევე ვერკვევით ლეგალურ პროცედურებში, რისი განხორციელება შეგვიძლია. ჯერჯერობით არ მიგვიმართავს შესაბამისი უწყებებისთვის…
ძალიან ბევრი დაწესებულება დაგვიკავშირდა, არის საუბარი, რომ იზიარებენ ჩვენს გამოწვევას და რაც დედაენის თავს ხდება, არ ხდება რეალურად მხოლოდ დედაენის თავს. ეს არის აბსოლუტურად ყველა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გამოწვევა და სრულიად საქართველოსი. რა მინდა, რომ დავამატო: ძალიან გვიხარია, რომ გვიზიარებენ ამ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, კიბერშეტევის სამიზნე “დედაენის ბარი” მისი კონცეფციის გამო გახდა. ბარში რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდნენ, თუ ისინი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიებად, ხოლო ყირიმს უკრაინის ნაწილად აღიარებდნენ და დაგმობდნენ პუტინის აგრესიას.
ასევე, მფლობელების გადაწყვეტილებით, პერსონალი მომხმარებლებს რუსულად არ ესაუბრება.
კომენტარები