მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის სამკურნალო მეთოდი შეიმუშავეს – ინფორმაციას გამოცემა Nature ავრცელებს.
სალმონელა არის პათოგენური ბაქტერია, რომელსაც უჯრედში შეღწევის და მასში გამრავლების კარგი უნარი აქვს. უჯრედში შეღწევა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე სახის ცილების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს სალმონელას ეს თვისება სიმსივნის სამკურნალო წამლების შესაქმნელად გამოეყენებინათ.
სამუშაოს დასკვნით ეტაპზე მკვლევრებმა ბაქტერიას სასურველი გენების დამატებით გარკვეული ნივთიერების სინთეზირება აიძულეს.
ცდა თაგვებზე ჩატარდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატი ჯანსაღ ორგანოებში არ გროვდება. NIPP1-CD და CT Casp-3 პროტეინებმა შეანელეს სიმსივნეების ზრდა და ხელი შეუშალეს თაგვებში მეტასტაზების გაჩენას.
კომენტარები