თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს გადაცემა „ახალი კვირაში“ განაცხადა, რომ კიდევ 2, მაქსიმუმ 3 კვირა უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები.
მისი თქმით, შეზღუდვები არ არის კომფორტული, მაგრამ ეს იქნება შედეგის მომტანი.
„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები