საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
“თვითმარქვია სასულიერო პირი.
ჩვენთვის ცნობილი ხდება თაღლითობის მორიგი ფაქტი. ცოტა ხნის წინ გვაცნობეს ფოტოზე ასახულ პიროვნებასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის გადაცდომის შესახებ.
როგორც ირკვევა, იგი თავს სასულიერო პირად ასაღებს, საზოგადოებას დეკანოზ ალექსანდრე გოგოლაძედ ეცნობა და არწმუნებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არქეოლოგიურ სამსახურში მუშაობს.
სინამდვილეში, იგი არ არის სასულიერო პირი და არც არავითარი კავშირი აქვს საპატრიარქოსთან. მეტიც, საქართველოს საპატრიარქოში არქეოლოგიური სამსახური არ არსებობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი”
კომენტარები