საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ირინა თოდაძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ქმრის მიერაა მოკლული, გამოძიება კი საქმეს განზრახ არ იძიებს. ირმა ჩალიშქალი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ ბურუსით მოცულო საქმით, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მკვლელოს დასჯა მოხდეს.
“ექსპერტიზის პასუხებს ველოდები უშედეგოდ, მატყუებენ დღეს იქნება, ხვალ იქნებაო. მივმართავ ხელისუფლებას, გამოიძიონ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, მე დარწმუნებული ვარ რომ ირინა მოკლეს და ამაში მისი ქმრის ხელი ურევია. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი და გაგუდული, არც ოქროულობა ჰქონდა თან და ერთი თვის მერე მომიტანეს, ვითომ ქმარმა მის ჩანთაში იპოვა”,-აცხადებს ირინას დედა.
გარდაცვლილის ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა, ცხედრის ზედაპირული დათვალიერების შედეგად დადგინა, რომ ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული, თუმცა დასკვნაში წერია, რომ ეს სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებიდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი მიმდინარე წლის მაისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს, ის სასტიკად იყო ნაცემი და დაზიანებები ერთი შეხედვითაც ეტყობოდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით შსს გამოძიებას 2 მუხლით აწარმოებს, ერთი თვითმკვლელობამდე მიყვანას, ხეოლო მეორე ქურდობას გულისხმობს.
კომენტარები