ჟურნალისტი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე. ამჯერად 46 წლის სამი შვილის მამა, კობა ჩაფიძე შეიწირა არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა. მას ტრაქტორმა გადაუარა.
აღარ დასრულდა ტრაგედიები ჭიათურის მაღაროებში. ეს, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მაღაროზე გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.”
კომენტარები