მოსკოვში ქართველი ახალგაზრდა ემიგარნტი ქალი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნატო ბერძენიშვილი წერს.
“კიდევ ერთი დედოფალივით ქალი ჩაიხუტა საზიზღარმა სიკვდილმა უცხო ქვეყანაში, მალე მოგეფერება შენი ვანი ჩემო საყვარელო გოგო! მარად ჩემს გულში იქნები ეკა!,“- წერს ნატო ბერძენიშვილი.
როგორც ირკვევა, ქალის გარდაცვალების მიზეზი მწვავე ინფარქტი გახდა.
ნატო ბერძენიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს მოსკოვიდან საქართველოში – ვანში, სავარაუდოდ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩამოასვენებენ.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები