უდიადესი როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, საჩოგბურთო სპეციალისტები ნახევარფინალური მატჩის წინ წყვილის ფავორიტად მაინც ტეილორ ფრიცს მიიჩნევდნენ.
არა, ახალგაზრდა და ნიჭიერი ფრიცის შესაძლებლობებში, რომელიც რეიტინგის 33-ე ნომერია ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამოკვეთილ ფავორიტად, რომელმაც წინა დღეს თვით დიდი მაესტრო, როჯერი დაამარცხა მაინც გასაკვირი იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმაც მისდამი სკეპტიკურად განწყობილ სპეციალისტებს ცივი შხაპი გადაასხა და ტეილორ ფრიცს ორ სეტში – 7:6, 6:1 აჯობა, რითიც დოჰას უპრესტიჟულესი ტუნრირის ფინალში გავიდა.
ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები აქამდე კორტზე ერთმანეთს ერთხელ, 2017 წელს შენჟენის ტურნირზე გადაყროდნენ და მაშინ ტეილორ ფრიცმა იმარჯვა. ბასილაშვილმა ამერიკელს რევანში ახლა აუღო.
მატჩი ქართველმა ჩოგბურთელმა მძიმედ დაიწყო და ბრეიქით აგებდა, თუმცა ვითარების გამოსწორება შეძლო და პარტია ტაიბრეიქში მოიგო. მეორე სეტში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქეს მცირე მასტერკლასი ჩაუტარა და დამაჯერებლად აჯობა.
დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება, რომელმაც თავისმხრივ რუს ანდრეი რუბლევს აჯობა.
წყარო – primesport
კომენტარები