ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
,,დამირეკა ადვოკატმა – გემახსოვრებათ ჩემი ცემის საქმე, რაზეც სასამართლომ დამაჯარიმა 2000 ლარით. გადაწყვეტილება ამ ჯარიმასთან დაკავშირებით ფოსტით ფაქტობრივ მისამართზე გამოაგზავნეს – ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, კოდირებულ კარებს მოადგნენ და არც უცდიათ დაკავშირება. არ მოიძებნაო ქაცარავაო.
მეორე მისამართზეც გააკეთეს ჩანაწერი – იურიდიულზე, სადაც ჩაწერილი ვარ – ის მისამართი უბრალოდ არ იპოვეს.
არც ადვოკატებს დაუკავშირდნენ და არც ჩემთან გადაუმოწმებიათ.
ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გამოუქვეყნებიათ სასამართლოს საიტზე.
ისე გააკეთეს, რომ აპელაციის ვადაც დასრულდა და ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში.
ეხლა უნდა გადასცენ აღსრულებას.
მოკლედ, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სასამართლო კი არა, ბიძინას კანტორაა.
ამაზრზენები ხართ.
დრონი მეფობენ და არა ქოცები”
კომენტარები