რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, ელენე ბაშარულისსკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ღიმილიანი გოგონას გასვლას წუთისოფლიდან. ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას.
ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები ! გვტკივა..“, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, წუხელ საზარელი ავარია მოხდა. 16 წლის გოგონა, რომელიც ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
კომენტარები