ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე:
“დმანისში რაც ხდება რამიზ რამაზანოვის საქმეზე არის წარმოუდგენელი თვითნებობა.
დმანისის საკრებულოში ხელისუფლების და ოპოზიციის ხმები გაყოფილია 15/15-ზე და ხელისუფლება ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას. ოპოზიციის შეთავაზება, გაეყოთ ძალაუფლება ადგილზე და მერი სახელისუფლო ყოფილიყო, თავმჯდომარე კი ოპოზიციური ხელისუფლებამ არ მიიღო.
ამ ფონზე მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ +1 ხმა. სწორედ ამიტომ როგორც ჩანს ხელისუფლებას რამიზ რამაზანოვის შევიწროება დასჭირდა და ამისთვის მთელი სახელისუფლო აპარატია გამოყენებული. ამ პროცესში ჩართულია ადგილობრივი პოლიცია, სუს. მის სახლთან ახლაც მობილიზებულია პოლიცია და მისი პარტიის წევრებს მასთან კონტაქტის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
როგორც გავიგეთ თვითონ ეს ადამიანი ცოცხალია და მის ოჯახის წევრებთან კონტაქტი აქვს.
რამიზ რამაზანოვი შუა ხნის კაცია. უკვე მეორე არჩევნებია ოპოზიციასთან არის დაკავშირებული და წელს ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატი გახდა მისი სოფლის ოლქში.
2 კვირის წინ რამიზ რამაზანოვი მოუხსნიათ სკოლის დირექტორობის პოზიციიდან. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, რომ მის სკოლაში ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი და ოპოზიციონერობაც გაბედა.
ამ ხელისუფლებისთვის და ყველა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გაზიარება რატომ ნიშნავს სიკვდილს და რატომ იბრძვის მისი სრული კონსოლიდაციისთვის (მცირე ადგილებშიც კი) ამ ფორმით, ადამიანების მსხვერპლშეწირვით?
ან რატომ არავინ ფიქრობს დმანისში ამგვარი გამოცდილების სოციალურ შედეგებზე ადგილობრივი თემისთვის?
ვის მოუნდება ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში პოლიტიკაში მონაწილეობა ამის შემდეგ, თუ ოპოზიციონერობის ფასი და სასჯელი ასეთი შეიძლება იყოს?! მერე დავწერთ ტრაფარატებს ინტეგრაციაზე და პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებაზე და თვალებზე აუფარებთ დასავლელ ჩინოვნიკებს.
ამ სახელმწიფოში ვინმე რამეზე ფიქრობს საერთოდ?! ამ ადამიანმა სტრესს რომ ვეღარ გაუძლოს სად მიდიხართ მერე? კიდევ ერთი სისხლი გინდათ აიკიდოთ?
ამ საქმის ირგვლივ როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა ყველაფერს უფრო ზუსტად გავიგებთ და დავწერთ.”
კომენტარები