2063 მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ₾547 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში 5 კომპანია იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 4-ის დისკვალიფიკაცია მოხდა, თუმცა ერთ-ერთმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
გამარჯვებული შპს ნასა ჯორჯია ტენდერებს 2011 წლიდან, მუდამ უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს და ჯამში ₾12 მილიონზე მეტი აქვს მიღებული.
შპს ნასა ჯორჯია ოფშორულმა კომპანიამ “ნიუ ატლას სტრატეჯი ეიჯენსი კო”-მ დააფუძნა, რომელიც “ფლანგვის დეტექტორის” 2019 წლის კვლევაშიც ფიგურირებდა.
მაშინ ამ კომპანიას თავდაცვის სამინისტრომ ₾ 2.5 მილიონზე მეტი გადაუხადა უხარისხო “ბათინკებში”, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სატენდერო პირობები დაარღვია.
დამკვეთმა დარღვევებზე თვალი დახუჭა, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა იზორიამ კი “ფლანგვის დეტექტორის” კვლევას პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილი უწოდა.
საბოლოოდ, თავდაცვის მინისტრმა იზორიამ დარღვევა მაინც აღიარა, მაგრამ ჯარისკაცებისთვის უხარისხო ფეხსაცმლის შეძენა წინამორბედს გადააბრალა.
თავის მართლებისას მინისტრმა იზორიამ თქვა, რომ “ნიუ ატლასს” 2016 წლიდან აღარ მიუღია ტენდერში მონაწილეობა.
ოფშორული “ნიუ ატლასი” 2018 წელს მართლაც შეიყვანეს შავ სიაში, თუმცა მისი შვილობილი შპს ნასა შეცვლილი მფლობელით დღემდე უკონკურენტო გარემოში იგებს ტენდერებს.
კომენტარები