თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.
წყარო – ნიუპოსტი
მშენებლობაზე დასრულებული სიცოცხლე არც პირველია და არც ბოლო – სამწუხაროდ, ჯერ არ გვინახავს კომპანია, რომელის დირექტორი ამისთვის დასჯილიყოს – ფული და ისევ ფული და საბოლოო ჯამში, თავად გარდაცვლილი გამოჰყავთ დამნაშავედ! – არ შეასრულა უსაფრთხოების ნორმა, თორემ…
თორემ რა, ვინც არ ასრულებს უსაფრთხოების ნორმებს, იმას რატომ ამუშავებთ?
მახსოვს შემთხვევა ბათუმში, როცა კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებდა, მუშა თვითნებურად შევიდა ობიექტზე სამუშაოდო!
არადა, უსფართხოების ნორმებზეც და ობიექტზე მუშათა სამუშაო საათებზე კომპანია აგებს პასუხს – ოდესმე კანონი აღსრულდება?
ალია
კომენტარები