ავიაკომპანია Red Wings, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოში ფრენის უფლება მისცა, უკრაინაში სანქცირებულია.
უკრაინის მხრიდან Red Wings-ის დასანქცირების მიზეზი ის არის, რომ “კომპანია რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში ოპერირებს და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას (ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას”.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც ქართულმა მხარემ მისცა საქართველოში ფრენის უფლება, ამავე მიზეზით არის სანქცირებული უკრაინაში.
Azimuth Airlines პირველ ფრენას საქართველოში დღეს შეასრულებს. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათისთვის დაეშვება.
კომენტარები