სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
დღეს ვიყავი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში, სადაც გამომძიებლები გამესაუბრნენ იმ ყალბ ექაუნთთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი სახელის, ფოტოების, პოსტების მეშვეობით ატყუებს ადამიანებს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ეს არის ყალბი გვერდი 1000 გამომწერით და ინგლისურენოვანი პოსტებით, არ ენდოთ და არ მოტყუვდეთ. ვფიქრობ უფრო უცხოელებზე მუშაობს მაგრამ რამდენჯერმე ქართველებთან კომუნიკაციაც სცადა.
კომენტარები