გიორგი გახარიას განცხადებას, იმის შესახებ რომ “ნაციონალური მოძრაობა” უბრალოდ ჭორაობს, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, სადაც მან აღიშნა, რომ ევროპიდან რეისების განხორციელება მარტივია და თუ “ნაციონალურ მოძრაობას” ამის ორგანიზების თავი არ აქვს , თანხა ფონდში გადარიცხოს.
სააკაშვილი ამბობს, რომ მთავრობა იტყუება, როცა აცხადებს, რომ ევროპიდან რეისების განხორციელება მარტივია და მას არაფერი სჭირდება. სააკაშვილი აცხადებს, რომ რეისების შესასრულებლად აუცილებელია, რომ საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, იმ ქვეყნებს, საიდანაც უნდა მოდეს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა.
მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას ქართველების უკან დაბრუნებაში დახმარებას და აცხადებს, რომ როგორც კი მთავრობა გასცემს ნებართვას დაწერილს ფურცელზე, პირველივე რეისი წამოვა დასე გაგრძელდება.
“გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ჯერ 1000 და შემდეგ 4 000 ადამიანის სრულიად უფასოდ ჩამოყვანაზე. საერთაშორისო წესებით, ჩვენ გვინდა 2 რამ: ერთი, რომ საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, რომ გახსნან აეროპორტი მაგალითად, ვარშავის რათა ხალი გამოვიყვანოთ და მეორე, თბილისის აეროპორტი გახსნან რათა რეისი დაჯდეს. მთავრობისგან გვინდა არა ფული, არა სხვა რამით დახმარება. გვინდა 2 ქაღალდის დაწერა, ერთი ნებართვის გაცემა და ერთი ნოტის დაწერა. ამას ყველანაირად ბლოკავენ. ამას ხომ არაფერი ქვია გარდა ბანალური გადაგდებისა. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენთვითონ ჩამოვიყვანთო. მე ვერ ვაკადრებ ჩემს მეგობრებს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ ახლა თურმე ფული. მათ გადმორიცხეს თანხა იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადარიცხოს ფული და დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ.
გუშინაც კი ამ ადამიანმა ისარებლა შემთხვევით და ჰესის აშენებაზე აიღო ნებართვა. ეს კაცი დაათრევს ამ დღეებშიც კი ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა. შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეებისთვის თვალებში შეხედვის შეგრცხვებათ. კიდევ ერთხელ გეუბნებით ნუ ატყუებთ ხალხს. ჩვენი შემოთავაზება ისევ ძალაშია, როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ნებართვას დაწერილს ფურცელზე, პირველივე რეისი წამოვა დასე გაგრძელდება. ახლა ლაყბობის დრო არ არის” – აცხადებს სააკაშვილი.
კომენტარები