დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“8 ივლისის მერე პირდაპირი ეთერები არ მქონია, სამაგიეროდ აფერისტი ნიკოლოზ აიფონა ფაჩუაშვილი ნანუკამ გამოაბრძანა თავის შოუში.
დაუგვიანდა ეთერი ბიჭს, ჩიოდა სვეტიცხოვლის ეზოში 13 ივლისს, აღარ მიწვევთო.
აზროვნების და გონივრულობის მიღმაა ქართული მედია. ჩვენი ხალხის ჩამორჩენილობის მთავარი მიზეზი მედიის შეცდომებია, მან სოლიდურად გააძლიერა წითელ საპატრიარქოს მავნე ზეგავლენა ხალხზე წლების მანძილზე და არ იძლევა საპატრიარქოს საქმეთა ანალიზს, მხოლოდ ცალკეულ სკანდალებით ინტერესდება, რაც მეორე დღეს უკვე აღარავის ახსოვს.
კიდევ რამდენი სისხლი უნდა გადინოთ წითელმა საპატრიარქომ, რომ აზრზე მოხვიდეთ ეს გამოთაყვანებული მედია “ელიტები”?!
ვის ალაპარაკებთ, ჯამბაზ ფაჩუაშვილს, ვისაც შეუძლია მომღიმარმა აგიხსნათ, რომ სპილო, რომელსაც ხედავთ, სპილო კი არა, ჭიანჭველაა?! საერთოდ აღარ მინდა ტელევიზები, აღარ დამიკავშირდეთ ინტერვიუსათვის, აჩერჩეტეთ ფაჩუაშვილები და იყავით როგორც ხართ, სჩანს დამსახურებულია და კანონზომიერი.”
კომენტარები