“ტვ პირველის” ინფორმაციით, გაუსაძლისი ტკივილების გამო, სააკაშვილს უკვე კიდურების ატროფიის ნიშნები აქვს. მთელს ორგანიზმში გაუსაძლისი ტკივილების გამო ვერ დადის და ხელს ვერ ამოძრავებს.
მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლეს და დაუდენელი მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამის გამო მძიმდება.
არის თუ არა მოწამლული მიხეილ სააკაშვილი, ამაზე გადაჭრით საუბარი მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, ვალერი გელბახიანს უჭირს, თუმცა “შაბათის ეთერთან” ადასტურებს, რომ კვლევა ორ სხვადასხვა კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს:
“არის მოწამვლის ნიშნები ამას ჩვენ ამას არ ვუარყოფთ, მაგრამ ეს არადიაგნოსტიკურად წამლებმა გამოიწვია, თუ საწამლავმა გამოიწვია, ეს ჩვენ არ ვიცით” – ამბობს გელბახიანი “შაბათის ეთერთან”.
ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლასთან გვქონდეს:
“არ გამოვრიცხავთ, ვარაუდი არის, იმისა, რომ გამოყენებულია ისეთი პრეპარატი, სხვა პოლიტიკოსებზე, სხვა ქვეყანაში იყო გამოყენებული. ორ კლინიკაში, რომ კვლევა მიმდინარეობს, ესეიგი ეჭვი სერიოზულია”- აცხადებს ადვოკატი.
როგორც ჩანს, სწორედ ამ სიუჟეტს პასუხობს ცენტრ “ემპათიას” წარმომადგენელი, მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც წერს:
“ტელევიზიით დიაგნოზების დასმა მგონი პროფანაციაა
ჯიშკარიანის კომენტარი სრულად – აქ
კომენტარები