უკრაინის დედაქალაქის მერის განცხადებით,კიევი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კიევში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების უმეტესობა სრული დატვირთვით მუშაობს:
“ქალაქის ხელისუფლება აგრძელებს ქალაქის საარსებო წყაროს უზრუნველყოფას. მუშაობს კომუნალური საშუალებები. დედაქალაქში არის გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი. აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობა ღიაა. მაგრამ დედაქალაქი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა. ამიტომ სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას. ჩვენ ჩვენს დამცველებს ვაძლევთ საკვებს და აღჭურვილობას, რომელიც მოდის კიევისა და უკრაინის მეგობრებისგან” ,- ამბობს კლიჩკო.
მთავარი არხი
კომენტარები