კიევის ოლქში რუსებმა საწყობი დაბომბეს

88 კიევის ოლქში, სვიატოშინსკის რაიონში რუსებმა საწყობი დაბომბეს. ჯერჯერობით ერთი ადამიანის დაღუპვა დასტურდება. საწყობს რუსმა ოკუპანტებმა ჭურვი ესროლეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 5000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მაშველები ამბობენ, რომ არსებობს ჭურვის აფეთქების საშიშროება, რის გამოც, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გართულებულია.