კიევში, ომის დროს, რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც ადამიანებს კბილების მკურნალობა უფასოდ შეუძლიათ.
დედაქალაქში მიმართვების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებელი სტომატოლოგიური განყოფილებები შეიქმნა, განაცხადა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვალენტინა გინზბურგმა.
კბილების დამუშავება შესაძლებელია უფასოდ და დაუყოვნებლივ კიევის სტომატოლოგიიურ განყოფილებებში 10:00-დან 16:00 საათამდე.
თუმცა, ჯანდაცვის დეპარტამენტი აფრთხილებს მოსახლეობას, ქალაქისა და ქვეყნის საომარ მდგომარეობის პირობებში ყოფნის გამო სამუშაო გრაფიკი შეიძლება, შეიცვალოს და ინფორმაცია ვიზიტამდე უნდა დაზუსტდეს.
კომენტარები