კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დღეს დილას გაავრცელა ინფრმაცია, რომ კიევი დრონებით დაიბომბა ოკუპანტების მიერ, უკრაინის დედაქალაქს დღეს დილით 28 დრონით შეუტიეს – “ჩვენი შეიარაღებული ძალების, საჰაერო თავდაცვის წყალობით, მფრინავი ტერორისტების უმეტესობა ჩამოაგდეს” – წერს ფამატებით ვიტალი კლიჩკო.
მისივე ინფორმაციით, კიევში დღეს 5 აფეთქება იყო, ერთ-ერთი შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
“მაშველები შენობის კონსტრუქციების ლიკვიდაციას და ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ. იქამდე შენობაში მცხოვრები 18 ადამიანი გადაარჩინეს. ორი ნანგრევების ქვეშ იყო. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ადამიანია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება” წერს ვიტალი კლიჩკო.
კიევის ცენტრი რუსეთმა ირანული დრონებით დღეს დილით დაბომბა, რასაც საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება მოჰყვა.
კომენტარები