გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
პირატული საიტების აკრძალვის მთავარი მიზეზი ინტელექტუალური საკუთრების უფლების, რეალურად კი ყალბი საკუთრების უფლების აღიარებაა.
ოდესღაც, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ინტელექტუალური საკუთრება შეიძლება კერძო საკუთრებასთან გავათანაბროთ და სახელმწიფოს ჩაუვარდა ბერკეტი, რომელიც უფლებას აძლევს შეზღუდოს კონკურენცია, მომხმარებელს წაართვას არჩევანი და შეაჩეროს პროგრესი გარკვეულ სფეროებში.კერძო საკუთრების უფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არსებულ რესურსებზე შეიძლება არსებობდეს. ეს უფლება გამოვიგონეთ, რადგან მწირი რესურსებისთვის კონფლიქტი აგვერიდებინა თავიდან, ხოლო რისი კოპირებაც უსასრულოდ შეიძლება, კერძო საკუთრება შინაარსობრივად ვერ იქნება.ეს ეხება კინოსატებსაც, ლექსებსაც, პოემებსაც და წამლის რეცეპტებსაც.კინო ამ ქვეყანაში ადამინის განვითარების ერთ-ერთი მთავარია წყაროა.რამდენ ბავშვს უსწავლია ინგლისური კინოს საშუალებით?ან რამდენ ლექტორს დაუვალებია სტუდენტისთვის ფილმის ყურება?ჰოლივუდის დაცვის მოტივით კინოს, თუნდაც პირატული ფორმით, გავრცელების აკრძალვას ვერ ექნება მორალური გამართლება.რამდენი თქვეგანი იხდით ფულს windows-ის ლიცენზიაში?რამდენი თქვენგანი მუშაობთ პირატულად გადმოწერილ ექსელის ფაილში?ასე მუშაობს თავისუფალი ბაზარი და ამ პრინციპებიდან გადახვევა მხოლოდ ხელს უშლის ადამიანების ცხოვრებას.ინტელექტუალური საკუთრება უნდა გაუქმდეს!
კინოსაიტების აკრძალვა არ მოსულა!
კომენტარები