ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე 24 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა:
“თუ ეს ადამიანები ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ იმ პერიმეტრზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შტაბის ან ქართული ოცნების დაორგანიზებული იყო ეს.
ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს.
კირკიტაძის რუსთავი არ ჭირდება არავის, რომელიც არის ამ ტიპის ძალადობით და ინციდენტებით სავსე, ეს არის მათი ხელწერა, ამას იყენებდნენ ძველ პერიოდში და აგრძელებენ დღესაც“
შეგახსენებთ, პირველ ტურში ლაცაბიძემ — 47,37%; კირკიტაძემ კი — 32,6% მოიპოვა ხმების – რომელი რუსთავი არ სჭირდება ნინო ლაცაბიძის, კირკიტაძის 32,6%-იანი რუსთავი? (პირველი ტურის შედეგით) და რომელი რუსთავი სჭირდება? ანუ, რუსთავის მოსახლეობის 32 პროცენტზე მეტმა ძალადობას დაუჭირა მხარი?
მაინც როდის გაიყო რუსთავი და სად გადის საზღვარი “ლაცაბიძის რუსთავსა” და “კირკიტაძის რუსთავს” შორის?
თუ ნინო ლაცაბიძემ არჩევნები მოიგო, ერთი რაც ზუსტად ვიცით და დაანონსა, რუსთავში ლიფტი იქნება უფასო! ახლა უკვე ჩნდება კითხვა, ექნება, თუ არა, კირკიტაძის რუსთავსაც ლიფტი უფასოდ?
კომენტარები