• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კითხვები, რომელზეც საჯარო სივრცეში პასუხი უნდა გაეცეს, სანამ რომელიმე ახალგაზრდა საკუთარ თავისუფლებას თუ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს“ – რაქვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:30 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

გირჩის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი:

„კითხვები, რომელზეც საჯარო სივრცეში პასუხი უნდა გაეცეს, სანამ რომელიმე ახალგაზრდა საკუთარ თავისუფლებას თუ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს.
ყველას გვინდა ახალი არჩევნები, თუმცა:
1. ეს არჩევნები მოქმედმა ცესკომ და მოქმედმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს? ანუ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას და უბრალოდ ახალი არჩევნები გვინდა?
2. თუ არჩევნები ახალმა ცესკომ უნდა ჩაატაროს? მაშინ, ვინ ირჩევს ცესკოს წევრებს? მოქმედი პარლამენტი? ოპოზიცია შედის პარლამენტში თუ ქოცები მარტო დააკომპლექტებენ ცესკოს?
3. არჩევნებს მოქმედი კანონმდებლობით ვატარებთ თუ კანონს ვცვლით? ვინ ცვლის, ქოცები თუ ოპოზიცია პარლამენტში შედის და იქ ერთად იცვლება კანონმდებლობა? და რომ იცვლება, როგორ იცვლება? რამდენ თვეში? ვის აქვს რაიმე შეთავაზება ამ ცვლილებების? თუ ეუთო-ოდირის დასკვნას დაველოდოთ, ასე იანვარში და მერე გაზაფხულზე დავიწყოთ კანონებზე მუშაობა და ასე 1-2 წელში ჩავატაროთ არჩევნები?
4. ამ კონსტიტუციით ვატარებთ არჩევნებს? ანუ, ირაკლი კობახიძის კონსტიტუცია იმდენად კარგია, რომ იმით უნდა იცხოვროს მომავალმა თაობებმა? თუ ისეთი გენიალური კონსტიტუცია აქვს ამ კაცს დაწერილი, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის სიწმინდის დასაცავად რევოლუციას აწყობს, მაშინ რას ვერჩით კობახიძეს?
5. თუკი კონსტიტუცია არ ვარგა, ვცვლით თუ ახალს ვიღებთ? მაგალითად, ბარიერი რომ დავწიოთ, ამას ამ პარლამენტში ქოცებთან ერთად აკეთებს ოპოზიცია? (ანუ, ისევ შედის პარლამენტში და იქ საპარლამენტო საქმიანობას იწყებს). თუ საერთოდ ახალ კონსტიტუციას ვწერთ? მაგრამ ვინ წერს? რა ლეგიტიმაციით და როგორ ვიღებთ? რომც რეფერენდუმით მივიღოთ, ამ რეფერენდუმს მოქმედი ცესკო ატარებს? თუ არა, იხ. პუნქტი #2
6. სანამ ახალ კონსტიტუციას მივიღებთ, მთავრობას როგორ ვირჩევთ? ვინ უნდა იყოს დროებითი პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ა.შ.? ვინ უნდა განკარგოს 32 მილიარდი ბიუჯეტში, შსს, სუსი, ჯარი? ვინც ყველაზე ხმამაღალ ყვირილს დაიწყებს მთავრობის დამხობის შემდეგ?
7. ან იქნებ საერთოდ არ უნდა ხალხს რევოლუცია და დაკმაყოფილდება ევროინტეგრაციის აღდგენით, მთავრობის შეცვლით და 3-4 კანონის გაუქმებით? ამაზე ხომ არავის არსად არ ულაპარაკია და კითხვა მაქვს, ამაზე რომ არავის არსად არაფერი ულაპარაკია, რა ხდება რუსთაველზე?
ამიტომ არის ლაპარაკი დასაწყები და ამიტომ არ იქნება არანაირი გამოსავალი, სანამ საჯარო დისკუსიები არ გაიხსნება. ეს არის რეცეპტი, რომელსაც თქვენ ასე ელოდებით, და ამის გარეშე, არც “გაფიცვას” აქვს აზრი, არც პოლიციასთან დაპირისპირებას, არც თუნდაც რუსთაველზე დგომას.
და ვინაიდან ოპოზიციურ მედიაში არნახული ცენზურაა გაჩაღებული, რათა მთავრობის დამხობის შემთხვევაში, ოპოზიციური არხების მფლობელი პარტიები მარტივად შემოასხდნენ პროტესტს, ამ და სხვა საკითხებზე თუ საუბარი გსურთ, დღეს, როგორც ყოველ დღე, 22.00-ზე ოპერასთან ვიქნები და იქ დავილაპარაკოთ.“
თეგები: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved