საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა:
„კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე რეანიმაციაში ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას და დღეს თავად მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე პირდაპირი ეთერით ჩართვა. მის წარმომადგენლებს სურთ, პატიმარი დაიხსნან ციხიდან და ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამენ, არანაირ ქმედებას არ ერიდებიან. გარკვეულწილად, ცრუ ინფორმაციები მალე გამოჩნდება და საკუთარ თავს გამოავლენს. არ არის საჭირო, სამედიცინო და სამართლებრივი საკითხი პოლიტიკური გავხადოთ. დავაცადოთ სამედიცინო სექტორს და სასამართლოს საკითხის გადაწყვეტა, რაც მათი პრეროგატივაა“
კომენტარები