„ქართული მარშის“ წევრი მიხეილ ამისულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახულია ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი:
“კიტოვანის ხუნტის ჯალათი – ქართული ოცნების დეპუტატი და ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო გადაღებულია სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დროს, როდესაც ქადაგიშვილი ავტომატს ესროდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას
1992 წელს ქადაგიშვილი გია ჭანტურიასთან ერთად პირადად აწამებდა ე.წ.ზვიადისტებს ხონის შტაბში და მონაწილეობას იღებდა სამეგრელოს აწიოკებაში“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემის მიხედვით, ქადაგიშვილის კარიერა ასე გამოიყურება:
“1991-1992წწ. სახელმწიფო საბჭო, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “პოლიტიკური ორგანიზაცია – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1993წწ. საქართველოს საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე; 2005-2010წწ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის გენერალური მენეჯერი; 2016-2020წწ. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი კახეთში; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.”
კომენტარები